ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა

Nusagi

ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 32-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 114 ადამიანია დაინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო 51 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 17 ვირუსით სავარაუდოდ რესტორნებში დაინფიცირდა. სავარაუდოდ, მათ ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიხურება ყველა ის რესტორანი, სადაც დაინფიცირებულები იმყოფებოდნენ.

ტაილანდში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი დაიღუპა, 37 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: