ტელეკომპანია „იმედს“ 17 წელი შეუსრულდა

17 წელი სატელევიზიო სივრცეში – „იმედი“ დღეს იუბილარია. ტელეკომპანია 2001 წელს დაარსდა და 2003 წლის 15 მარტიდან მაუწყებლობს. მისი დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილია.

პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ჩვენ მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა.

ახალი ამბების გარდა, ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე, მსოფლიო მნიშვნელობის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ტრანსლაციას.

Facebook Comments
%d bloggers like this: