უგულავამ გაიხსენოს, მოსახლეობას გაზდელიანი რომ მიუგზავნა, ხმის ამოღება როგორ გაბედეთო

უგულავა სანამ რამეს იტყვის, ის გაიხსენოს, ბენდუქიძის მიტაცებულმა წყალსაცავმა რომ სახლები ჩამორეცხა და მოსახლეობას გაზდელიანი მიუგზავნა, ხმის ამოღება როგორ გაბედეთო,-ამის შესახებ მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

სამოქალაქო აქტივიტსი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურა და წერს, რომ კალაძე ჭეშმარიტი ქალაქისთავი და ადამიანებზე მართლაც მზრუნველი კაცია. 

„იგულავა სანამ რამეს დაიღრუტუნებს, მანამდე ის გაიხსენოს, მისი მერობის დროს, გაფუჭებულ-გახეთქილმა ბენდუქიძის მიტაცებულმა წყალსაცავმა კრწანისის ქუჩაზე სახლები რომ ჩამორეცხა და ამ ხალხმა დახმარება სთხოვა, ხმის ამოღება როგორ გაბედეთო, მიუგზავნა გამგებლის მოადგილე გაზდელიანი , რომელიც თავის ზონდერებთან ერთად, წიხლებით შედგნენ მოსახლეობას და დაჭერებით დაემუქრნენ (კადრებიც იყო ინტერნეტში)“,-წერს მანჩო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, კახა კალაძის ინიციატივით, სააღმმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, დედაქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების სახლში წაღება შეუძლიათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: