ქეთი მიქაძე – ფეისბუქის გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა

მოკლედ, ამ დილით ქუჩაში ვიყავი,მაღაზიაშიც და დავრწმუნდი, რომ პანიკა მხოლოდ ფეისბუქზეა,-ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთი მიქაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქუჩაში ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება და უფრო რაღაცნაირი თბილი გახდა – ადამიანები ერთმანეთს უღიმიან და თავს უკრავენ, მაღაზიაში დახლები სავსეა, მარშრუტკაც დადის, ავტობუსიც და ტაქსების ცვენაა. ასე რომ ფეისბუქის გარეთ ცხოვრება არც ისე საპანიკოა – ნუ, თუ აფთიაქში არ გაქვს საქმე-სხვა მაღაზიაში აქციებიც არის და საკმაოდ კარგი ფასდაკლებაა – უბრალოდ დავინახოთ კარგიც და ამ ფეისბუქზეც კარგი ამბები ვწეროთ-კორონაც სულ მალე დამარცხდება-დღეს მეორე გამოჯანმრთელებული გვყავს“,-წერს ქეთი მიქაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: