ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ძლიერ სპირტს არ შეიცავს, კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ – რა უნდა ვიცოდეთ

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ხელის სადეზინფექციო საშუალებაზე. აღნიშნული ხსნარი იმდენად მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, რომ აფთიაქებმა და სუპერმარკეტებმა მთელ მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობით დაიწყეს გაყიდვა.

თბილი წყლითა და საპნით ხელის დაბანა ჰიგიენის ოქროს სტანდარტად რჩება. თბილი (არა ცივი) წყალი და საპონი ხელიდან კარგად აშორებს მიკრობებს. ცნობილია, რომ ადამიანი საათში დაახლოებით 23-ჯერ ეხება ხელით თავის სახეს, სწორედ ამიტომ არის ეფექტური ხელის სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, მით უმეტეს, როდესაც წყალი ახლოს არ გვაქვს, 

თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალ კორონავირუსთან ზოგიერთი ასეთი საშუალება არაეფექტურია. 

არსებობს სადეზინფექციო ხსნარების ორი ძირითადი სახეობა. ერთი მზადდება სპირტით, მეორე კი, უალკოჰოლო სადეზინფექციო ნივთიერებით, ბენზალკონიუმის ქლორიდით. ცდებმა აჩვენა, რომ სწორედ ეს უაკანასკნელი არის სრულიად უსარგებლო COVID-19-ის პრევენციისთვის. 

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ამცირებს მხოლოდ ალკოჰოლზე დამზადებული ხელის სადეზინფექციო საშუალება, თანაც ალკოჰოლის შემცელობა უნდა იყოს 60%-ზე მაღალი.

გარდა ახალი კორონავირუსისა, ძლიერი სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალება ასევე ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების მრავალ სახეობას, MRS-ის, ნაწლავის ჩხირის, A და B ტიპის გრიპის ვირუსებისა და MERS-CoV-ის ჩათვლით. 

ალკოჰოლი (60%-ზე მაღალი) ანადგურებს კორონავირუსის გარსზე ცილას, რომელიც აუცილებელია ვირუსის სიცოცხლისუნარიანობისა და გამრავლებისთვის. 60%-ზე ნაკლები კი, მხოლოდ ამცირებს ვირუსების რაოდენობას, მაგრამ მთლიანად არ სპობს. 

ძლიერად დაბინძურებული ხელებისთვის თბილი წყალი და საპონი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, თუმცა სპირტზე დამზადებული (60%-ზე მეტი ალკოჰოლით) სადეზინფექციო საშუალება კარგი ალტერნატივაა, როდესაც წყალთან არ ვართ. ისევე, როგორც წყლით დაბანისას, უნდა დარწმუნდეთ, რომ ხსნარმა მთლიანად მოიცვა თქვენი ხელები (თითების ფალანგებს შორის, მაჯები, ხელის ზურგი, ფრჩხილები) და შეიზილოთ ის 20 წამის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, დეზინფექცია მართლაც ეფექტურია.

სპეციალისტების რჩევით, არ ღირს სადეზინფექციო საშუალების სახლში დამზადება, რადგან  ის ნაკლებად ეფექტურია. უკეთესია, კომერციულად ხელმისაწვდომი ხსნარების მოხმარება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: