Wizz Air ფრენებს დამატებით ოთხ ქვეყანასთან აჩერებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავიაკომპანია Wizz Air 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს დამატებით ოთხ ქვეყანასთან აჩერებს. ესენია: ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი.

გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები.

პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს შემდგომ განცხადებამდე.

ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებ-გვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ავიაკომპანიას ნომერზე: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც აღნიშნულ ქვეყნებში იმყოფება და ფრენების შეწყვეტის გამო, უკან დაბრუნების პრობლემა შეექმნა ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს უნდა დაუკავშირდეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: