გილოცავთ დაბადების დღეს ბატონო თენგიზ

ბედნიერია ერი რომელსაც ჰყავს ისეთი პროფესიონალი და პიროვნება, როგორიც ბატონი თენგიზ ცერცვაძეა,- ასე მიულოცა დაბადების დღე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ.


„გილოცავთ დაბადების დღეს ჩემო ბატონო თენგიზ, თქვენ დიდხანს უნდა იყოთ ჯანმრთელად, თქვენ ძალიან ჭირდებით საქართველოს.
ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული იმ წუთებით,როდესაც C -ჰეპატიტის მკურნალობის ეს უპრეცედენტო პროექტი დავიწყეთ.
ბედნიერი ვარ, რომ დიდია ხანია გიცნობთ და ამიტომ არ მიკვირს რასაც დღეს აკეთებთ თქვენს განუმეორებელ და უნიკალურ გუნდთან ერთად. ჩემთვის უაღრესად დიდი პატივი და სიამოვნება იყო ამ გუნდთან ერთად მუშაობა.
ძალიან განვიცდი, რომ მიუხედავად ჩვენი ერთობლივად არა ერთი მცდელობისა ქვეყანას ქონოდა ღირსეული ინფექციური საავადმყოფო ვერ შევძელით
დარწმუნებული ვარ ამ ვირუსაც მოერევით და უმაგრეს ინფექციურ კლინიკაშიც იმუშავებთ.
მე თქვენი მჯერა, იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი.
ღვთის მადლი და ძალა შეგწეოდეთ“,-წერს ვალერი კვარაცხელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ინფო ფოსტალიონი“ უერთდება მილოცვას და ბ-ნ თენგიზს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს. თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ქართველმა ფეისბუქმომხმარებლება ურჩხულთან მებრძოლი რაინდი შეარქვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: