გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე ჩაეხუტა

თუ ვინმე ნერვიულობს, იყვნენ სახლებში იზოლაციაში და იმ შემთხვევაში, თუ გამოუვლინდება რაიმე სიმპტომი, მოგვმართონ,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოსდგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.

„ამ ადამიანმა თვითონ დაგვირეკა და მოგვაწოდა ყველანაირი ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა საქართველოში , მოგვაწოდა მანქანის ნომრები, რითიც მოძრაობდა, ფოტოსურათები, თუ სად იმყოფებოდა. რისთვისაც ეს ადამიანი მადლობას იმსახურებს“,-აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, პანიკა არ არის გამართლებული, რადგან ეს ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ ვირუს გუდაურში ფართოდ გაავრცელებდა.

„ის ამჟამად იმყოფება ჩეხეთში, თავის ბინაში და იქ მკურნალობს. მას კორონავირუსი საქართველოს წასვლიდან მეორე დღესვე დაუდგინდა“,-განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა რისკთან არის დაკავშირებული. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: