ვის არ შეეხება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა-საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტება

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ბრიფიგზე განმარტა, თუ ვის არ შეეხება ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

ზალკალიანის განმარტებით, შეზღუდვები 18 მარტის, 00:00 საათიდან ამოქმედდება.

“დღევანდელმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე. შეზღუდვები უცხოეთის მოქალაქეებზე ამოქმედდება 18 მარტიდან და ის ძალაში იქნება 2 კვირის განმავლობაში. ნებისმიერი უცხოეთის მოქალაქის შემოსვლა იკრძალება ეს რა თქმა უნდა არ ეხება ჩვენს მოქალაქეებს. გარკვეული გამონაკლისები იქნება რა თქმა უნდა. ეს შეეხებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს და მათ ოჯახებს, ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს ჰუმანიტარული მისიის მომავალ პირს, თუ დღის წესრიგშ დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა. მხედველობაში მაქვს ექიმები, მოხალისეები, ასევე სტატუსს ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებს, საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მქონე პირებს და რა თქმა უნდა ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება, ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველს სახელმწიფო საზღვარი უცხოელებისთვის 2 კვირის განმავლობაში სრულად ჩაიკეტა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: