თენგიზ ცერცვაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი არ არის.

“ხელმძღვანელობაში რაიმე განწყობა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებენ, არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზრდება და ე.წ. მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება, ანუ თუ დაფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულებმა არ იციან ვისგან გადაედოთ და კონტაქტის მოძიება შეუძლებელია. ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არც მზაობა და არც ვარაუდი არ არის”, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: