კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი 1 კვირა თვითიზოლაციაში იქნება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს ალბათ დატოვებს საავადმყოფოს. დღის განმავლობაში კიდევ შეფასდება მისი მდგომარეობა. სავარაუდოდ, ის დატოვებს კლინიკას, მაგრამ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმში 637, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 54 პაციენტია.

Facebook Comments
%d bloggers like this: