მარინა ეზუგბაია უარყოფს „მთვრალი ალუბლის“ მფლობელის ინფორმაციას ჩეხ ტურისტებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია უარყოფს გუდაურის ერთ-ერთი კლუბის, „მთვრალი ალუბლის“ მფლობელის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახენებთ, დღეს „მთვრალი ალუბლის“ მფლობელმა, მირანდა ესაკიამ გაავრცელა განცხადება, რომ გუდაურში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

აღნიშნული განცხადება ესაკიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ეზუგბაიას განცხადების შემდეგ მირანდა ესაკიას გვერდზე ფეისბუქმომხმარებლები რესტორნის მფლობელს ინფორმაციის დაზუსტებას თხოვენ, თუმცა ჯერჯერობით მირანდა ესაკიასგან ახალი კომენტარი არ გაკეთებულა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: