„მთავარის“ ინფორმაციით, ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდგინდათ

Nusagi

​ჩეხ ტურიტსებს, რომელთა შესახებაც დღეს გუდაურის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ სოციალურ ქსელში დაწერა, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდათ,-ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი იუწყება“.

ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ტურისტები გუდაურში 5-დან 10 მარტის ჩათვლით იმყოფებოდნენ.

როგორც „მთვრალი ალუბლის“ მეპატრონემ, მირანდა ესაკიამ პირდაპირი სატელევიზიო ჩართვისას განაცხადა, ეს ტურისტები გამოკითხვისას ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად „მთვრალ ალუბალს“ სტუმრობდნენ. მისივე თქმით, აჟამად ობიექტი დაკეტილია და მისი ორი თანამშრომელი ინფექციურშია გადაყვანილი ცხელების გამო, მათ ტესტი დღეს ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 33 პაციენტიდან ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასევე ავრცელებს ჟურნალისტი ანი კიკნაძე.

„გუდაურთან დაკავშირებით

ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
❗️ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან
❗️საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის
აქვე, #დარჩისახლში“,-წერს ანი კიკნაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: