რომელი მედიკამენტით მკურნალობენ კორონავირუსს საქართველოში – ექიმის განმარტება

Nusagi

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურში, ამ დროისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებული 28 პაციენტი იმყოფება.

მედიკოსის თქმით, პაციენტების უმრავლეოსობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით რთული ვითარება კი, 4 პირთან რჩება.

“ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 28 პაციენტი მკურნალობს, აქედან რვასთან დადასტურებულია პნევმონია, რვიდან ოთხს პნევმონია მძიმე იყო, თუმცა მათი მდგომარობა მკურნალობას დაემორჩილა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია ის რომ კარგი მურნალობის მიუხედავად შესაძლებელია დაავადება მაინც პროგრესირებადი იყოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და შეფასებებისგან თავს ვიკავებთ, რადგან შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ჩვენი გადაწყევტილებით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი ერთი კვირიის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყოს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საქართველომ ინფექციასთან ბრძოლის ჩინური გამოცდილება გაიზიარა და მათი რეკომენდაციით, პაციენტებს პრეპარატ ლაქვერინის საშუალებით მკურნალობენ.

“ჩვენი მურნალობის მეთოდი ქართული გაიდლანი არ არის. ერთი კვირის წინ გვქონდა ტელეხიდი ჩინელ მედიკოსებთან და მათი გამოცდილება გავიზიარეთ. მოგვაწოდეს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი და ერთ-ერთი პრეპარატი იყო დელაგილი, ჩვენთან საქართველოში ეს პრეპარატი ლაქვერინის სახელწოდებითაა ცნობილი. ახლა ხდება საქართველოში ევროპული და ჩინური მკურნალობის შეფასება, გაიწერება გაიდლაინი და იმის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ მომავალში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

16 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისი 33 შემთხვევაა გამოვლენილი, კარანტინის რეჟიმში – 637 პირი რჩება ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: