საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე გადავა

პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარიმართება, შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომელიც ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება.

“ცვლილება უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენ ერთის მხრივ მაქსიმალურად დავიცვათ ყველა ის პრევენციული ზომები, რაც გათვალისწინებულია მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის მიერ, მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ისიც, რომ ფაქტობრივად არ შეწყვიტოს ფუნქციონირება პარლამენტმა”, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, ხოლო 76 588 პაციენტი გამოჯანმრთლდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: