უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დილის მონაცემებით, COVID -19-ის კიდევ ახალი 5 შემთხვევა ფიქსირდება”, – აცხადებენ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნოვიცკის და ჟიტომირის რეგიონებში.

Facebook Comments
%d bloggers like this: