ქუთაისის ინფექციურში მოთავსებული 11 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს დილით ლაბორატორიიდან პასუხები 11 პაციენტის ანალიზებზე მიიღეს და ყველას პასუხი უარყოფითია.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციეტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში საქართველოს ერთი მოქალაქე მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა.

ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული. 637 ადამიანი პირი რეჟიმში რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

Facebook Comments
%d bloggers like this: