3 ჩეხი ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ, გუდაურში ისვენებდა

სამი უცხოელი ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ, ყოველ დღე კლუბ „მთვრალ ალუბალს – სტუმრობდა,-ამის შესახებ კლუბის მენეჯერი მირანდა ესაკია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რესტორნის ორ თანამშრომელს მაღალი სიცხე აქვს და კატასტროფის ბრიგადას ელოდება.

„მეგობრებო,
დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში Mtvrali Alubali . Drunk Cherry.
ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …

ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება …

გისურვებთ ჯანმრთელობას “,-წერს მირანდა ესაკია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: