გერმანელმა ექიმებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გაიდლაინი შეიმუშავეს

გერმანელმა ექიმებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გაიდლაინი შეიმუშავეს

მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ინფიცირებულ პირთა მიერ ინფექციის გადაცემა, როგორც ჰაერწვეთოვანი ინფექციის გზით და მჭიდრო კონტაქტის დროს ხდება აუცილებელია შესაბამისი, როგორც ძირითადი ჰიგიენის (მათ შორის ხელის ჰიგიენის), ასევე პერსონალის დაცვის ზომების თანმიმდევრული განხორციელება.

რაც შეეხება კორონავირუსის დიაგნოსტიკას, უცხოელი მედიკოსები თვლიან, რომ SARS-CoV 2-ის გამოვლენა ექიმის მიერ PCR საშუალებით ხახის მიდამოს ღრმა სივრციდან ან ხახის გამოსავლები სითხის გამოყენებით ხდება. იმ შემთხვევაში თუ ტესტი ნეგატიური იქნება, ხოლო დაავადების შესახებ ეჭვი კვლავ იქნება, ტესტი განმეორებით უნდა ჩატარდეს, ვინაიდან პაციენტებში დაავადების შემდგომი მიმდინარეობისას ხახის მიდამოდან აღებული ნაცხი შეიძლება იყოს არავირუსული, მაშინ როცა ქვედა სასუნთქ გზებში ისევ არსებობს ინფექციური ვირუსული დატვირთვა.

გერმანელი ექიმები დაავადების კლინიკურ გამოვლინებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი ინფორმაციით, დაავადება, როგორც სასუნთქი გზების ინფექცია თანმხლები სიმპტომებით სიცხით და ხველებით წარმოდგება. პაციენტთა 81% -ში მიმდინარეობა მსუბუქია, 14% -ში მძიმე და პაციენტების 5% კრიტიკულად ავადობს. სხვა აღწერილი გართულებებებიდან აღსანიშნავია რიტმის დარღვევები, მიოკარდიული დაზიანება, ასევე თირკმელების მწვავე უკმარისობის გამოვლენა. სიმპტომების დაწყებიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებამდე დროის შუალედი დაახლოებით 10 დღეს შეადგენს.

როგორც გერმანელი სპეციალისტების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, პაციენტის განთავსება ინდივიდუალურად იზოლაცირებულ ოთახშია სასურველი.

კობერტ კოხის ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა შედგება დამცავი ტანსაცმლისგან, ერთჯერადი ხელთათმანისგან, მჭიდროდ მორგებული დამცავი ნიღბისგან და დამცავი სათვალისგან.

ჯერჯერობით, არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა სახის მედიკამენტოზური თერაპია მიმდინარეობს პაციენთთან. ანტიბიოტიკური თერაპია გამოიყენება ძირითადად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის დაწყებისას და თუ პაციენტი გაუარესდება დროთა განმავლობაში უნდა იქნეს აღებული სულ მცირე 2 სისხლის კომპლექტი.

იმ პაციენტებში, რომლებზეც ორმაგი ინფიცირების ეჭვი არსებობს, გათვლილი ანტიბიოტიკოთერაპია უნდა დაიწყოს ადრეულ ეტაპზე. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების მიცემა კი რეკომენდებული არ არის.

უცხოელი სპეციალისტები თვლიან, რომ ინტურბაცია მხოლოდ იმ ექიმის მიერ უნდა ჩატარდეს, რომელსაც ფართო ინტუბაციური ექსპერტიზის ცოდნა აქვს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: