ეს არის ქოცური ნარატივი, სად დაინახეთ ჩემი აგრესია ირანელის მიმართ?

Nusagi

რამდენჯერმე ვუყურე და ვერ აღვიქვი, სად დაინახეთ ჩემი აგრესია ირანელის მიმართ.  მართლა ვერ აღვიქვი სად დაინახეთ ჩემი აგრესია ამ ადამიანის მიმართ,-ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ირანელ რესპოდენტთან ინტერვიუს გამო. 

ჟურნალისტის თქმით, მასზე სოციალურ ქსელში შეტევა მიიტანეს ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებას ჰყავს დაქირავებული.

„ეს არის ქოცური ნარატივი, ეს ადამიანები იკვებებიან ხელისუფლების ფულით, თუმცა რადგან საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა, რომ მე ამ ადამიანს ხელისუფლების ქება არ ვაცადე, ვერ მივიღებ ამ შენიშვნას, რადგან იმავე გადაცემაში შევაქე პირები, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან და ხელისუფლებას წარმოადგენენ“,-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: