პოლონეთის მინისტრთა კაბინეტის 15 წევრი კარანტინშია

პოლონეთში მინისტრთა კაბინეტის 15 წევრი კარანტინშია. 15 მინისტრის კარანტინში ყოფნის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარემოს დაცვის მინისტრს, 29 წლის მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

გარემოს დაცვის მინისტრმა კოორნავირუსის დიაგნოზის შესახებ 16 მარტს, საღამის განაცხადა. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. მანამდე პოლონეთის მთავრობის ბოლო სხდომა 10 მარტს გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის 24 წევრიდან ცხრა არ ესწრებოდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და ჯანდაცვის მინისტრი ლუკაშ სჟუმოვსკი. სხდომაზე მყოფ დანარჩენ მინისტრებს კოორნავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ და შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

პოლონეთში გამოვლენილია კორონავირუსის 177 შემთხვევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების პიკს სავარაუდოდ 2-3 კვირაში ელოდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: