საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. შესაბამისად, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ოცდათხუთმეტია. რომელთაგანაც ერთი- გამოჯანმრთელდა.

კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: