სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

ამგვარად, სომხეთში კორნავირუსით ინფიცირების რიცხვი 72-მდე გაიზარდა, ერთი პაციენტი განიკურნა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სომხეთმა 14 აპრილამდე 16 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალათ. აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის არიან ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული, მათ შორის ირანი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი.

Facebook Comments
%d bloggers like this: