ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, საავადმყოფოდან გაწერეს

მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი, რომლებსაც გასულ კვირას კორონავირუსი დაუდგინდათ, საავადმყოფოდან გაწერეს.

ჰენკსი და უილსონი ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. თუმცა ვინაიდან დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს, ისინი გაწერეს და მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

ჰენკსი ავსტრალიაში ელვის პრესლიზე შექმნილი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც მას მენეჯერის როლი უნდა განესახიერებინა. გასულ კვირას მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც მეუღლესთან ერთად კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: