ჰონგ კონგში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ელექტრონული სამაჯურების საშუალებით გააკონტროლებენ

ჰონგ კონგში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ელექტრონული სამაჯურების გამოყენებით გააკონტროლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ჰონგ კონგში ჩასვლისას მოქალაქეებს ურიგებენ ელექტრონულ სამაჯურებს, რომელთა ტარება 14-დღიანი კარანტინის განმავლობაში სავალდებულოა.

ჰონგ კონგის ხელისუფლების მიერ ამოქმედებული პრევენციული ზომების ფარგლებში, უცხო ქვეყნიდან ჩასული ყველა პირი ვალდებულია, 14-დღიანი კარანტინი გაიაროს. კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურს სპეციალური აპლიკაციით შეტყობინება მიუვა.

ჰონგ კონგის მთავრობის ცნობით, ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია ხუთი ათასი მრავალჯერადი ელექტრონული სამაჯური, ასევე შეძენილია 60 ათასი ერთჯერადი სამაჯური.

ჰონგ კონგში კორონავირუსის 160-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: