70 წელს გადაცილებული პირები თვითიზოლაციაში უნდა მოექცნენ – ახალი რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოსგან

“მთავრობის რეკომენდაციია, რომ 70 წელს გადაცილებული პირები უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კორონავირუსის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად”,- განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: