ლალი მოროშკინას ახალ წიგნს პირბადეს ფორმა აქვს, პრეზენტაცია ინფექციურთან 16:00-ზე გაიმართება

პროფესორი, პოლიტოლოგი და პიარ ტექნოლოგი ლალი მოროშკინა თავაისი ახალი წიგნის პრეზენტაციას ინფექციურ საავადმყოფოსთან 16:00 სთ-ზე გამართავს. მოროშკინა წიგნს ჟურნალისტებს წარუდგენს. 

პრეზენტაცია თავდაპირველად ბიბლუსში იყო დაგეგმილი, თუმცა დახურულ სივრცეში ხალხმრავლობასთან დაკავშირებული რისკების გამო, გადაიდო და ინფექციურ საავადმყოფოსთან გაიმართება.

“სამი დღე ვაქცინამდე” პოლიტიკური რომანია, სადაც ყველა პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს. ეს არის ბიოლოგიური ომი ამა ქვეყნის ძლიერთა მიერ გაჩაღებული. მოქმედება მიმდინარეობს საქართველოში, აშშ-ში, ირანსა და ჩინეთში. ეს წიგნი ტრილოგიის პირველი ნაწილია. წიგნს პირბადის ფორმა აქვს, რაც ამ ხელოვნურად გამოწვეული ეპიდემიის სიმბოლოდ იქცა“,-აცხადებს ლალი მოროშკინა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, წიგნი უმოკლეს ვადებში დაიწერა, რასაც უძილო ღამეები და საიდუმლო ლაბორატორიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიება დასჭირდა.

წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.


Facebook Comments
%d bloggers like this: