გაკვირვებული ვიყურები, ეს საქართველოაო? კი მამუ, მაგრები ვართ ქართველები

ფეისბუქმომხმარებელი ირაკლი ჭუბაბრია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი შვილი ჩამოფრინდა საფრანგეთიდან.
სორბონაში სწავლობს. სპეცრეისი დანიშნა საქართველომ.
მეცოდებოდა, კარანტინში რომ უნდა წაეყვანათ , 5 თვეა არ მინახავს, არც მას უხაროდა,.
არც სიცხე, არც არაფერი აქვს, მაგრამ მეტი რა გზა იყო. წესი წესია!
აეროპორტიდან საირმეში წაიყვანეს ძალიან კარგ პირობებში..
მთელი გზა ველაპარაკებით..
ავტობუსის გასვლისას, მაკდონალდის კარგი რაღაცეები მოიტანეს და ისე კარგად გვეპრობიან, გაკვირვებული ვიყურები, ეს საქართველოაო?
კი მამუ, მაგრები ვართ ქართველები !
ისეთი მაგრები , რომ გაქრობის , შანსიც არა გვაქვს !“,-წერს ირაკლი ჭუბაბრია.

Facebook Comments
%d bloggers like this: