დაჩი ბერაია ტვ -პირველს – ადამიანურად გთხოვთ, დაანებოთ ამ მავნებლობას თავი შეცდომა არა კორონა!

ადამიანურად გთხოვთ, დაანებოთ ამ მავნებლობას თავი ,,შეცდომა არა კორონა!!! არც გეჩხუბებით, არც ზეწოლას ვახდენ და არაფერი მსგავსის მცდელობა არ მაქვს, უბრალოდ ადამიანურად გთხოვთ, დაანებოთ ამ მავნებლობას თავი. ისედაც რთულ მდომარეობაშია ხალხი, ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ტყუილებით დაზაფვრა აღარ არის საჭირო! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მერე მოიტყუეთ რამდენიც გინდათ, არჩევნებისთვის შეინახეთ, ახლა შეეშვით ხალხს!”- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ტელეკომპანია ,,პირველის” ინფორმაციას.

ცნობისთვის, ტვ ,,პირველმა” სხვა ქვეყანაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: ვითარება ავტობუსის გაჩერებაზე. მოგვიანებით არხის დირექტორმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: