ეგვიპტეში დარჩენილი 6 ქართველი, სამშობლოში დაბრუნდება

სტუდენტები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს..

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: