ეკატერინე ტიკარაძე – კორონავირუსით ინფიცირებულების მაღალი მატების შემთხვევაში, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ გადავადდეს

იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მაღალი მატება კორონავირუსით ინფიცირებულების, გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა შეჩერდეს და კიდევ ერთხელ გადავადდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„რეკომენდაცია განათლების მხრივ, ცალსახად დამოკიდებული არის ვირუსის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში. იქედან გამომდინარე, თუ ჩენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და შევეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს აკადემიური სრული მოსწრებით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: