ესპანეთმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ყველა კერძო საავადმყოფოს ნაციონალიზაცია მოახდინა

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველა კერძო საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულების ნაციონალიზაცია მოახდინა. ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერებისთვის  უკიდურესად საჭირო  ღონისძიებად შეაფასა. ინფორმაციას businessinsider ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესის ადმინისტრაციაში ორშაბათს განაცხადა, რომ ესპანეთის ყველა კერძო სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება, ვინაიდან  COVID-19  განაგრძობს ქვეყნის დაპყრობას. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრ სალვადორ ილაზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ სამედიცინო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებს სთხოვენ, დაეხმარონ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. კომპანიები კი, რომლებსაც სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება შეუძლიათ, სახელწიფოს უნდა დაუკავშირდნენ.

ესპანეთი ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია ახალი კორონავირუსის გამო. ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა ზომებით ებრძოლოს ვირუსის გავრცელებას. მის ერთ-ერთ დიდ შეცდომად კი, 8 მარტის ღონისძიების ჩატარებას მიიჩნევენ, რა დროსაც ქუჩაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა სადღესასწაულოდ და ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: