ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 558-მდე გაიზარდა. ესპანეთის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ფერნანდო სიმონის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 13 716 შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელების გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი „უპრეცედენტო გამოწვევაა“.

ევროპის მასშტაბით, იტალიის შემდეგ, ესპანეთი ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: