ირანში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის პაციენტი განიკურნა

ირანში კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.

ირანის სემნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორის, ნევიდ დანაის განცხადებით, პაციენტი სრულად არის გამოჯანმრთელებული და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. გამოჯანმრთელებული პაციენტის ვინაობა არ სახელდება.

ირანში ახალი ტიპის კორონავირუსისგან საერთო ჯამში 5 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 988 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით 16 169 ადამიანი დაინფიცირდა.

გასულ კვირას, ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ კიდევ ერთი 103 წლის მოქალაქე განიკურნა ვირუსისგან.

​მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ 19“-ით 198 178 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსისგან უკვე 81 960 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 954 კი გარდაიცვალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: