კეისუკე ჰონდა პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ხუთ კონტინენტზე გაუტანია გოლი

იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა მსოფლიოს ფეხბურთისთვის უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. 33 წლის ფეხბურთელი პირველია ისტორიაში, ვისაც ხუთ სხვადასხვა კონტინენტზე გაუტანია გოლი.

ორი დღის წინ, ჰონდას დებიუტი ჰქონდა კარიოკას ლიგაში (რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი) ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში და პირველივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

სამხრეთ ამერიკის გარდა, ჰონდას გაუტანია აზიაში (იაპონურ „ნაგოია გრამპუსში“ თამაშისას), ევროპაში („ვენლო“, ცსკა, „მილანი“), ჩრდილოეთ ამერიკასა (მექსიკის „პაჩუკა“) და ავსტრალიაში („მელბურნ ვიქტორიაში“).

ერთადერთი კონტინენტი, რომელზეც ჰონდას გოლი არ გაუტანია, აფრიკაა. ანტარქტიდაში ოფიციალური საფეხბურთო მატჩები არ იმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: