კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რიგითი მოქალაქისა და ბიზნესის უკან დგას შემდგარი ხელისუფლება და ძლიერი პრემიერი

იახტების მწარმოებელი კომპანიის, „აზიმუტ ბენეტის“ რეგიონული მმართველი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა, რომ რიგითი მოქალაქისა და ბიზნესის უკან დგას შემდგარი ხელისუფლება.

„მოკლედ, ეს დღეები ვიყავი ბათუმში, საკმაოდ სერიოზული, რთული და საპასუხისმგებლო სააქმეების გამო, ჩემი ბიზნესის მიმართულებით. ამ ყველაფერს ართულებდა ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც! მინდა ავღნიშნო და გამოვხატო მადლიერება ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის მიმართ, ასევე აჭარის მთავრობის მიმართ! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქისა და ბიზნესის უკან დგას შემდგარი და ძლიერი ხელისუფლება და პრემიერი, ამას ჩემი მეზობელი ქვეყნებიდან პარტნიორებიც შეესწრნენ და გაკვირვებას ვერ მალავდნენ, თუ როგორ თანმიმდევრულად და კოორდინირებულად მუშაობდა ასეთ რეჟიმში ყველა უწყება! განსაკუთრებული მადლობა შსს-ს და აჭარის საპატრულო დეპარტამენტს!“,-წერს ბიზნესმენი.

Facebook Comments
%d bloggers like this: