პაატა იმნაძე კორონავირუსის შესაძლო შიდა გავრცელებაზე: ნოსტრადამუსი არ ვარ, არც ვანგა

“ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ, არც ვანგა”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვას, როდის შეიძლება ველოდოთ  Covid-19-ის შიდა გავრცელებას.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათ ინფექცია შედარებით მარტივად გადაქვთ.

“არავის უთქვამს, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ეკარება როდესაც ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა ორმოციც არ არის, ბავშვებთან მიმარებაში რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 000 შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან, როგორც დაბალი რისკის მქონე დაავადების მიმღებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან მათ თვითონ ძალიან მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების, იგივე ბაბუებისა და ბებიებისათვის”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: