საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“საბედნიეროდ, Covid 19-ით ინფიცირებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ნიშნავს იმას რომ მდგომარეობა უცვლელია და დაავდების პროგრესირება არ შეიმჩნევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი კორონავირუსი 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: