სერგი კაპანაძის სოციალური პასუხისმგებლობა – 2-დღიანი თვითიზოლაცია 14-დღიანის ნაცვლად

ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 13 მარტს იტალიიდან კიევის გავლით საქართველოში ჩამოსული რეისით სხვა ქართველებთან ერთად იმგზავრა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.. მას შემდეგ, რაც მას ყველა სხვა მგზავრის მსგავსად შესთავაზეს კარანტინში გადაყვანა, ”კონცერტი მოაწყო და ცოცხალი თავით არსადაც არ გადავიდა”.

თავად სერგი კაპანაძემ მალევე ჟურნალისტის ეს ინფორმაცია საკუთარ ფეისბუ„-გვერდზე გააზიარა, “ბოდვა” უწოდა და ჯღარკავა დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კაპანაძე მართლაც იმყოფებოდა კიევში რამდენიმე დღით და ნამდვილად ამ რეისით ჩამოფრინდა. როგორ ის წერს, სხვა მგზავრებთან ერთად გაიარა შემოწმება და მთელი გზა ნიღაბი ეკეთა და შემდეგ კი, ორი დღე იმყოფებოდა იზოლაციაში.

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი წერს, რომ კიევი-თბილისის რეისი 13 ღამე-14 მარტს ჩამოფრინდა და ბორტზე 6 ადამიანს ჰქონდა მაღალი სიცხე.

„თბილისის აეროპორტში უკვე ელოდებოდნენ სპეციალისტები! ეგრევე გადაიყვანეს რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში და კაპანაძემ იქ შოუ მოაწყო და დეპუტატის იმუნიტეტიც თვითნებურად აამუშავა!ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები! იმ 6 ადამიანიდან, რომელსაც სიცხე ჰქონდა ერთ-ერთი ჩემი ახლობელის დაა“,-წერს ჟურნალისტი.

როდესაც მგზავრი უარს აცხადებს კარანტინზე, ყველა რეკომენდაციის მიხედვით ვალდებულია თვითიზოლაციის პირობა დაიცვას მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. ხოლო ის ფაქტი, რომ კაპანაძე, როგორც თავად აცხადებს, მხოლოდ 2 დღე იმყოფებოდა იზოლაციაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის პირდაპირი დარღვევააა.

Facebook Comments
%d bloggers like this: