პოსტები სოციალური ქსელიდან

სულ ცოტა ხნის წინ ვცხოვრობდი რეალობაში, სადაც ქართველ ექიმს თურქი ,,აუცილებლად” ჯობდა-დიანა ნემსაძე

Nusagi

,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სამარშუტო ტაქსს ამ შენობასთან, რომ ვაჩერებდი, მეამაყებოდა, რადგან ყველა ხვდებოდა- მე ვიყავი მომავალი ექიმი. თეთრი ხალათი ჩავიცვი და ვიცოდი, რომ დიდ გზას დავადექი. გზას, რომელსაც თავდადება ქვია. ექიმის სიცოცხლე უფრო ხანმოკლეაო ვიცოდი და ექიმობა ავირჩიე!!!!

სულ ცოტა ხნის წინ ვცხოვრობდი რეალობაში, სადაც ქართველ ექიმს თურქი აუცილებლად ჯობდა. რეალობას, სადაც არამც თუ შეცდომაზე, არამედ არდაშვებულ შეცდომაზეც გიწევდა თავის მართლება. რეალობა, სადაც ტელევიზიამ შეიძლება ერთი ხელის მოსმით, უაპელაციოდ, არაკომპეტენტური სიუჟეტებით “ მოკლას” ექიმი.

ამიტომ ჩემო უძვირფასესებო! გაიგეთ, რომ თუ ვინმეს უნდა ქართველი პაციენტი კარგად იყოს- ეს ქართველი ექიმია! “შეინდეთ შინაური მღვდელი”! ექიმებს უყვარხართ მინდა ყველა ჩემი პაციენტი იყოს ჯანმრთელი!ერთიანობით და სიყვარულით გადარჩება ჩვენი ქვეყანა!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის.ექიმი- ონკოლოგი, მამოლოგი  დიანა ნემსაძე

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,518 ნახვა
%d bloggers like this: