ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება

აგოიაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ქართველმა მებრძოლმა სტარტზე აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, მარჯვნივ გახტა და მოწინააღმდეგე ჰატაკიკომის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინს 11 შეხვედრაში 5 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ მან პრაქტიკულად გაინაღდა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩენა. წოდებაში დასაწინაურებლად კი ლევან გორგაძეს კაჩი-კოში, ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რისთვისაც ოთხი დარჩენილი ბრძოლიდან მინიმუმ სამი უნდა მოიგოს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ჩიომარუ იქნება, რომელმაც მაღალი ტემპერატურის გამო კორონავირუსზე გაიარა ტესტირება, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: