უკრაინელ დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინელ დეპუტატს, სერგეი შახოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სერგეი შახოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავად დაწერა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

„დღეს ლაბორატორიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი დამიდასტურდა. ამჟამად საკუთარ სახლში, კარანტინში ვიმყოფები და ახლოს არავის ვუშვებ“, – განაცხადა დეპუტატმა სოციალური ქსელის საშუალებით.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. საჭიროების შემთხვევაში კი მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

როგორც ცნობილია, დეპუტატი 17 მარტს უმაღლესი რადას რიგგარეშე შეხვედრას ესწრებოდა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ახალი კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: