ქვეყნები კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის კოეფიციენტის მიხედვით

COVID-19 ბოლო პერიოდის ვირუსებს შორის გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, თუმცა ზიკასთან და მითუმეტეს, ებოლასთან შედარებით სიკვდილიანობის კოეფიციენტი ბერად დაბალია.

18 მარტის დილის მონაცემებით კორონავირუსით სულ 198 770 პირია ინფიცირებული, საიდანაც 7990 გარდაიცვალა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილიანობის კოეფიციენტი 4.02% გამოდის, თუმცა არა ყველა ქვეყანაში.

იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსი მასიურადაა გავრცელებული, სიტუაცია ყველაზე მძიმე იტალიაშია. 2503 დაღუპული 31 506 დაავადებულიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Covid 19-ით სიკვდილიანობა 7.94%-ს აღწევს.

მდგომარეობა მძიმეა ირანშიც 988 დაღუპული 16 169 ინფიცირებულიდან. სიკვდილიანობის კოეფიციენტი შესაბამისად – 6.11%.

იტალიისა და ირანის გამოკლებით მსოფლიოს ვირუსით დაინფიცირებული 151 095 პირი და 4499 გარდაცვლილი ეყოლებოდა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი კი 4.02%-ის მაგივრად 2.98% იქნებოდა.

განსხვავებით იტალიისგან, სიკვდილიანობას 1%-ზე ინარჩუნებს კორეა – 84 დაღუპული 8413 ინფიცირებულიდან და შვეიცარია 27 დაღუპული 2742-დან.

სიკვდილიანობა 0.5%-ზე დაბალია გერმანიაში – 26 გარდაცვლილი 9637-დან, ნორვეგიაში – 3 გარდაცვლილი 1471-დან და ავსტრიაში 4 გარდაცვლილი 1332-დან.

მთელ მსოფლოში რომ სიკვდილიანობის კოეფიცენტი იტალიის მაჩვენებლის ტოლი რომ ყოფილიყო, ახლა გარდაცვლილთა რიცხვი 15 782 იქნებოდა, არსებულზე 7792-ით მეტი, გერმანიის მაჩვენებლის შემთხვევაში კი 537, არსებულზე 14.9-ჯერ ნაკლები.

Facebook Comments
%d bloggers like this: