ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი პირველი შეიძენს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების განკურნების საშუალება აქვს.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ მედიკამენტი დარეგისტრირებისთანავე შეიძინონ.

„კორონავირუსის სამკურნალოდ შექმილ პრეპარატთან დაკავშირებით გამოცდა ჯერ მხოლოდ ჩინეთშია ჩატარებული, მაგრამ ის ამ ეტაპისთვის რეგისტრირებული არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მწარმოებელთან და მას შემდეგ, რაც მოხდება მედიკამენტის დარეგისტრირება, მწარმოებლები მზად არიან, რომ ეს პრეპარატი გადმოგვცენ ჩვენ. ზუსტი ვადები ამ დროსითვის უცნობია. რეალურად, დაგვპირდა მწარმოებელი და ჩვენც მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ როგორც კი ბაზარზე დაფიქსირდება და დარეგისტრირდება პრეპარატი, ვიყოთ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც შეიძენენენ მედიკამენტს. ამასთან, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არის საკმარისი რესურსი, რომ დაინფიცირებულები განვკურნოთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

,ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: