Advertisements
ხელოვნება და კულტურა

COVID-19-ის კრიზისის გამო, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს აღარ გაიმართება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მაუწყბელთა კავშირი ავრცელებს.

„დიდი მწუხარებით უნდა გაუწყოთ როტერდამში ევროვიზიის სიმღერის ფესტივალის გაუქმების შესახებ. ბოლო კვირების მანძილზე ჩვენ მრავალი ალტერნატივა განვიხილეთ, რომ კონკურსი შემდგარიყო, თუმცა COVID-19-თან არსებული გაურკვეველი ვითარების გამო, და იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მთავრობების მიერ იქნა მიღებული, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მიიღო რთული გადაწყვეტილება, რომ შეუძლებელია ყველაფერი ისე ჩატარდეს, როგორც ჩვენ ვგეგმავდით“,- წერია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გაგრძელდება განხილვა, რომ მომავალ წელს ევროვიზიის კონკურსს კვლავ როტერდამმა უმაპსინძლოს.

Facebook Comments
Advertisements