tv- პირველი ბოდიშს იხდის

ტვ პირველის ფბ გვერდზე დღეს შეცდომით გამოქვეყნდა უკრაინაში გადაღებული ფოტო, წარწერით, ვითარება გაჩერებებზე,-ამის შესახებ ტელეკომპანიის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

ფოტო იმის საილუსტრაციოდ გამოქვეყნდა, თუ რამდენად პრობლემური გახდა მგზავრობა თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის გამო.

შეცდომაზე ტელეკომპანიამ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც მკითხველებმა ფოტოზე აღბეჭდილ გაჩერებაზე უკრაინული წარწერა შენიშნეს. ასევე ტროლეიბუსის ხაზები, რომელსაც თბილისში ვერსად ნახავთ.

„სამწუხაროდ, ფოტოთი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მასზე ასახული ხალხმრავლობა საქართველოში არსებულ სიტუაციას ასახავდა. აუდიტორიას ბოდიშს ვუხდით ამ შეცდომის გამო“,-ნათვქმია ტელეკომპანიის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: