ამ საყოველთაო ტაშმა ერთი ისტორია გამახსენა-ნიკა მელია

Nusagi

,,ტაში დაუკრეს ექიმებს. მართლაც მისასალმებელია, როცა საზოგადოება ასე ერთსულოვნად აფასებს მათ მძიმე შრომას.

ამ საყოველთაო ტაშმა ერთი ისტორია გამახსენა.

ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, მოგეხსენებათ შეუდარებელი იყო პენალტების დარტყმაში, საშტატო პენალტისტი იყო.

ერთ-ერთი მატჩი დროს, დაინიშნა თეტრთმეტმეტრიანი, გამოვიდა ჩელებაძე. მოემზადა. მთელი სტადიონი სკანდირებდა – „ჩელე“, „ჩელე“ , “ ჩელე” !!! დაარტყა ჩელებაძემ და… აიღო მეკარემ.

იგივე სტადიონი, რომელიც 1 წუთის წინ სკანდირებდა – ‘ჩელე”, ჩელე” ჩელე” ოვაციებით, ტაშით, წუთის შემდეგ დედას აგინებდა, ჩელე შენი ისა, ჩელე შენი ესა…

იმედია, ახლა გამოვიჩენთ ემოციურ ზომიერებას – იგივე არ დაგვემართება და ხვალ რაიმე მიზეზით გინებას არ დავუწყებთ ექიმებს, რომლებიც მართლაც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: