არასწორი მოლოდინები რომ არ გაჩნდეს, განვმარტავ, რას ნიშნავს მასობრივი ტესტირება

არასწორი მოლოდინები რომ არ გაჩნდეს, განვმარტავ, რას ნიშნავს მასობრივი ტესტირება. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს ტესტირება მარტო იმათ უკეთდებათ, ვისაც აქვს სიმპტომები და ასევე არსებობს მეორე პირობა, რომ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტში იყო იმ პირებთან, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ეს არის დღეს. მასობრივი ტესტირების დროს კი, იხსნება მეორე პირობა და ტესტირება ჩაუტარდება ყველას, ვისაც ექნება კლინიკური სიმპტომები,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედთან“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მასობრივი ტესტირება სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

„სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ახალი არაფერია, პირდაპირი ანტივურუსული ეფექტის მქონე პრეპარატი ოფიციალურად ჯერ არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ არის რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც თუ არ კურნავს, ამსუბუქებს კახალი ორონავირუსის მოქმედებას. სულ არის ასეთი 7 მედიკამენტი და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 6 მათგანი, მე-7 კი ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს და ჩვენს პარტნიორ „გილიარდთა“ გვაქვს მოლაპარაკებები“,- განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: