“დედამიწა ჯუნგლებად იქცა და ჯუნგლების კანონის მიხედვით, ძლიერი გადარჩება!”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებში ჩაიკეტნენ და ერთმანეთს ზვერავენ, – ვის რა შეუძლია, ვინ რამდენად გამძლე და მობილიზებულია!

სინამდვილეში, ახალი კორონავირუსი ახალი ეპოქის დასაწყისია!

ეს პროცესი არა მედიცინის, არამედ და, უპირველესად, დიდი პოლიტიკის სფეროა!

მთელი დედამიწა ერთ დიდ ჯუნგლებად გადაიქცა და, ჯუნგლების კანონის მიხედვით, ძლიერი გადარჩება!

ძლიერი და მოხერხებული!

ვისაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ვინც მოხერხებულია – სუსტი იმუნიტეტის პირობებში თავს გაუფრთხილდება და დაიცავს!

ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ძლიერი არა, მაგრამ მოხერხებული ნამდვილად ვართ!

იქით – ძლიერი იაპონია და აქეთ -მოხერხებული საქართველო!

რა საინტერესოა! 

Facebook Comments
%d bloggers like this: