დიმიტრი ხუნდაძე: დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას

„კორონავირუსის გავრცელების  სიხშირე, გარდა პროცესის სწორად მართვისა, დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მსოფლიოში უკვე ინფიცირებულია 176 ქვეყანა. კორონავირუსი დაუდასტურდა 220.000 მოქალაქეს. ევროპაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა მსოფლიოს.

საქართველოში პირველი შემთხვევიდან 3 კვირა გავიდა. ამ დრომდე ე.წ. „შეკავების ფაზა“ ზიანის გარეშე, წარმატებით გავიარეთ.

შესაძლო ეპიდემიოლოგიური სცენარით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და მისი სიხშირე, გარდა პროცესის სწორად მართვისა, დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რისი დეფიციტიც რიგ შემთხვევებში აშკარად შეინიშნება. უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი ამ რთულ ვითარებაში. ბევრი მათგანი სახელმწიფოსა და საზოგადოებას თანადგომას უცხადებს, ზოგი კი, ამ რთულ ვითარებაში, მხოლოდ სარგებელს ეძებს.

ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას. დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: